ზუგდიდის მრეწველობა პირველ რიგში ძვირფასი სასოფლო–სამეურნეო ნედლეულის ბაზაზე აღმოცენდა. აქ ძირითადად ფუნქციონირებდა კვების და საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოები, ასევე მანქანათმშენებლობის და ლითონდამუშავების, ხე–ტყის, ხის დამმუშავებელი და ცელულოზა–ქაღალდის, მსუბუქი და მრეწველობის სხვა დარგების საწარმოები.
დღევანდელობა
ზუგდიდის მრეწველობა პირველ რიგში ძვირფასი სასოფლო–სამეურნეო ნედლეულის ბაზაზე აღმოცენდა. აქ ძირითადად ფუნქციონირებდა კვების და საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოები, ასევე მანქანათმშენებლობის და ლითონდამუშავების, ხე–ტყის, ხის დამმუშავებელი და ცელულოზა–ქაღალდის, მსუბუქი და მრეწველობის სხვა დარგების საწარმოები.
არათუ რეგიონის, არამედ მთელ რესპუბლიკის ენერგეტიკული ბაზის განმტკიცების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ენგურჰესმა, რომლის მშენებლობა 1861–1980 წლებში განხორციელდა. ეს იყო ზუგდიდის მრეწველობის შემდგომი განვითარების ერთგვარი სტიმული.
ქვეყნის მასშტაბით
ერთ–ერთ პერსპექტიულ საწარმოთა რიცხვს განეკუთვნება ფაიფურის ქარხანა, რომელიც ამოქმედდა
1976 წელს, რომლის საწარმოს სიმძლავრე შეადგენდა 28 მლნ. ცალ ფაიფურის ჭურჭელს.
1941 წელს მთლიანად
შევიდა ექსპუატაციაში ზუგდიდის საკონსერვო ქარხანა. პროდუქციის ძირითადი ნაწილი მოდიოდა
ხილბოსტნეულის კონსერვებზე, ხილის წვენების წარმოებაზე.
ზუგდიდში მოქმედებდა
ეთერზეთების კომბინატი. ეთერზთების წარმოება ერთ–ერთი შემოსავლიანი და პერსპექტიული
დარგი იყო. ზუგდიდში მოქმედებდა დაფნისკომბინატი, სადაც გამხარი ფოთლის დაფასოებასთან
ერთად დაფნის ზეთსაც ამზადებდნენ. კვების მრეწველობის დარგებიდან აღსანიშნავია ფქვილის,
ღვინის, პურსაცხობის, ხორცის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების წარმოება.
2003 წლიდან
დაჩქარებული ტემპით დაიწყო
აღმშნებლობითი პროცესი. განვითარდა ზუგდიდის
ეკონომიკა, შეკეთდა გზები,
ყურადღება ექცევა ჯამრთელობის დაცვას, განათლებას კულტურული
მემკვიდრეობისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ფუნქციონირებს თეატრი .
ჯერ კიდევ XIX საუკუნის
II ნახევრიდან იმართებოდა
სცენისმოყვარულთათვის სპექტაკლები. პირველი დრამატული თეატრი
1923 წელს დაარსდა,რომელიც შალვა დადიანის
სახელს ატარებს.
ამჟამად ზუგიდიში მოქმედებს რამოდენიმე მცირე და საშუალი საწარმოები:
შ.პ.ს. "ცერერა"
თხილის გადამმუშავებელი ქარხანა შ.პ.ს. "არგონათსი"
შ.პ.ს. ევრობილდი დაფუძნდა 2011 წელს. იგი წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა მარკის სამშენებლო ბეტონს, სამშენებლო ბლოკებს, ტროტუარების მოსაპირკეთებელ ფილებსა და ბორდიურებს, აგრეთვე მშენებლობისთვის საჭირო ინერტულ მასალებს.
შ.პ.ს.ევრობილდის მფლობელობაშია ბეტონის ქარხანა 60 m3 მზა ბეტონის წარმადობით საათში. სამშენებლო ბლოკის საამქრო 1000 ც/სთ წარმადობით.
შ.პ.ს. ევრობილდში დასაქმებულია 30 ადამიანი.
შპს "ჯორჯიან ჰაზელნათ იმპექსი"
ქართულ–კანადური ერთობლივი საწარმო, რომელიც დაარსდა 2010 წლის 3 აგვისტოს. აქ ხდება თხილის
ნედლეულის გადამუშავება, პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში.
საწარმო წელიწადში ახდენს 2500 ტონა ნედლეულის გადამუშავებას.
-
შ.პ.ს. "გეოპლანტ კოლხა"
შ.პ.ს. "გეოპლანტ კოლხა"
საწარმო დაარსდა 2004 წელს. ახდენს ჩაის ფოთლის მიღებას, გადამუშავებას, დაფასოებას და ექსპორტზე გატანას.
პროდუქცია ექსპორტირდება გერმანიაში, უკრაინაში, ამერიკაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. საწარმოს შეუძლია
გადაამუშავოს 1000 ტონამდე ჩაის ფოთოლი და მოახდინოს 2000 ტონამდე პროდუქციის დაფასოება. 2009 წელს საწარმომ
ექსპორტზე გაიტანა 490 ტონა მზა პროდუქცია. აღჭურვილია იტალიური წარმოების თანამედროვე დანადგარებით.
აქ დასაქმებულია 60 ადამიანი.
შ.პ.ს. "ცერერა"
საწარმო დაარსდა 2004 წელს, ყოველთვიურად ახდენს 1000-1500 ტონა ხორბლის გადამუშავებას.
თხილის გადამმუშავებელი ქარხანა შ.პ.ს. "არგონათსი"
აქართველოში თხილის გადამუშავების დარგში წამყვან ქარხანას წარმოადგენს. აქ თავმოყრილია
თხილის ნედლეულის ძირითადი მარაგები. ქარხანა აღჭურვილია მსოფლიოში არსებული იტალიური კომპანიის
"ბროვიდნის" უახლესი ტექნოლოგიებით და ხარისხის კონტროლის თანამედროვე ლაბორატორიით.
საწარმოს თვიური წარმადობა შეადგენს 1200 ტონას.
პრობლემა
ბოტანიკური ბაღი ცნობილია უნიკალური ჯიშის მცენარეებით: ხარობს სხვადასხვა ჯიშის კედარი, ფიჭვი, უნიკალური მარადმწვანე სექვოიას ხე, ბილობა, თუთია, კვიპაროსი, ბრესენცია-ქაღალდის ხე, მაგნოლია, ჭადარი, ბზა და სხვა. სჭირდება მათ მოვლა, აღდგენა, გამრავლება, საჭიროა მცენარეთა კოლექციის დაცვა გამდიდრებაზე ზრუნვა.
ბოტანიკური ბაღი მოკლებულია ყურადგებას, მიუხედავად იმისა არსებობს მისი აღდგენის პროექტი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)