ზუგდიდის მრეწველობა პირველ რიგში ძვირფასი სასოფლო–სამეურნეო ნედლეულის ბაზაზე აღმოცენდა. აქ ძირითადად ფუნქციონირებდა კვების და საშენ მასალათა მრეწველობის საწარმოები, ასევე მანქანათმშენებლობის და ლითონდამუშავების, ხე–ტყის, ხის დამმუშავებელი და ცელულოზა–ქაღალდის, მსუბუქი და მრეწველობის სხვა დარგების საწარმოები.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ზუგდიდის ცელულოზა–ქაღალის კომბინატი, რომლის 1939 წელს ექსპლუატაციაში შესვლა რაიონის სამრეწველო განვითარებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჯერ კიდევ XX საუკუნის 30–იან წლებში ამოქმედდა პირველადი გადამუშავების, ხოლო 1941 წელს ჩაის საწნეხი ფაბრიკა.