არათუ რეგიონის, არამედ მთელ რესპუბლიკის ენერგეტიკული ბაზის განმტკიცების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა ენგურჰესმა, რომლის მშენებლობა 1861–1980 წლებში განხორციელდა. ეს იყო ზუგდიდის მრეწველობის შემდგომი განვითარების ერთგვარი სტიმული.
ქვეყნის მასშტაბით ერთ–ერთ პერსპექტიულ საწარმოთა რიცხვს განეკუთვნება ფაიფურის ქარხანა, რომელიც ამოქმედდა 1976 წელს, რომლის საწარმოს სიმძლავრე შეადგენდა 28 მლნ. ცალ ფაიფურის ჭურჭელს.
  1941 წელს მთლიანად შევიდა ექსპუატაციაში ზუგდიდის საკონსერვო ქარხანა. პროდუქციის ძირითადი ნაწილი მოდიოდა ხილბოსტნეულის კონსერვებზე, ხილის წვენების წარმოებაზე.

ზუგდიდში მოქმედებდა ეთერზეთების კომბინატი. ეთერზთების წარმოება ერთ–ერთი შემოსავლიანი და პერსპექტიული დარგი იყო. ზუგდიდში მოქმედებდა დაფნისკომბინატი, სადაც გამხარი ფოთლის დაფასოებასთან ერთად დაფნის ზეთსაც ამზადებდნენ. კვების მრეწველობის დარგებიდან აღსანიშნავია ფქვილის, ღვინის, პურსაცხობის, ხორცის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების წარმოება. 
2003  წლიდან  დაჩქარებული  ტემპით  დაიწყო  აღმშნებლობითი  პროცესი. განვითარდა  ზუგდიდის  ეკონომიკა,  შეკეთდა  გზები,  ყურადღება  ექცევა ჯამრთელობის  დაცვას, განათლებას  კულტურული  მემკვიდრეობისა  და  სხვა ინფრასტრუქტურის  განვითარებას.   

ფუნქციონირებს   თეატრი .  ჯერ  კიდევ    XIX  საუკუნის  II  ნახევრიდან  იმართებოდა  სცენისმოყვარულთათვის   სპექტაკლები.  პირველი დრამატული  თეატრი  1923 წელს დაარსდა,რომელიც  შალვა  დადიანის  სახელს  ატარებს.